როკ მუსიჯის შემდგომ განვითარებას ხელი შეუწყო პინკ ფლოიდის გამოჩენამ.ეს იყო ახალი სიტყვა ამ ჟანრში.მათ სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით მსმენელს ფსიქოდენური მუსიკა შესთავაზეს რამაც გაამართლა და სწორედ ამიტომ ეს ჯგუფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დღემდე.მათი ნამუშევრები ამოირჩეოდა ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდაშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი –„Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.
The Dark Side of the Moon
როგორც უკვე აღნიშნე პინკ ფლოიდი ითვლება პიონერად საკონცერტო შოუებში, მათი მდიდრული სასცენო დადგმების გამო, რომლებშიც თავად შემსრულებლები მეორად როლს ასრულებდნენ. პინკ ფლოიდის შოუები წარმოადგენს მაღალხარისხიანი ჟღერადობის ნიმუშს, უნიკალური ხმოვანი ეფექტებისა და კვადროფონული სისტემის გამოყენებით. საინტერესოა ისიც რომ ერთი-ერთი კონცერტი ზოოპარკში გამართეს.კონცერტის დაწყებისთანავე ყველა ცხოველს დაეძინა და დასრულებისას გაიღვიძეს.
the wall
No comments:
Post a Comment