Saturday, January 26, 2013

ვუდსტოკის ფესტივალი

როკ მუსიკის ისტორიაში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი იყო ვუდსტოკის ფესტივალი.ზუსტად 43 წლის წინ ,ღია ცისქვეშ ჩატარდა სიყვარულის, მშვიდობისა და მუსიკის - როკ-ფესტივალი ვუდსტოკი.ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამბობენ, რომ ამ ღონისძიებამ საფუძველი დაუდი სექსუალურ რევილუციასა და როკ-ენ-როლის ახალ ერას.


ეს ახლა შეგვიძლია გავიხსენოთ თავისუფლად შორეულ 1969 წელს შემდგარი ფესტივალი - ვუდსტოკის ბაზრობა. ის მიზეზთა გამო შეიძლება არც შემდგარიყო. ეს ის პერიოდი იყო, როცა ამერიკა ატარებდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ვიეტნამში, რომელმაც გაყო საზოგადოება ორ ნაწილად - ომის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. 

ვუდსტოკი პატარა ქალაქი იყო და ის არ იყო მზად ყველა მსურველის მისაღებად. დაახლოებითი მონაცემებით ფესტივალს უნდა დასწრებოდა 200 ათასი სტუმარი, მაგრამ მაყურებელი ემატებოდა და ემატებოდა, საბოლოოდ ვუდსტოკმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი შეკრიბა, საიდანაც ათას ხუთასი მარტო ჟურნალისტი იყო. ვუდსტოკში ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 15 დან 18 აგვისტომდე. "მშვიდობისა და მუსიკის სამმა დღემ" შეკრიბა საუკეთესო მუსიკოსები:The Who, Jefferson Airplane, Creedence Clearwater Revival, Grateful Dead, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, რავი შანკარი, ჯო კოკერი, კარლოს სანტანა. უარი თქვეს მხოლოდ Led Zeppelin და Jet Rotall-მა. ფესტივალში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს Moody Blues, Doors და Bob Dylan-მა მაგრამ ვუდსტოკამდე ვერ ჩავიდნენ. სამწუხაროდ მონაწილეობა არ მიუღია The Beatles, რადგან ჯგუფი უკვე დაშლის პირას იყო მისული.


საოცარი იყო ჯიმი ჰენდრიქსის გამოსვლა. ის სცენაზე შუა ღამის ნაცვლად, დილის 9 საათზე გამოვიდა, ფესტივალის მეორე დღეს. მან 18 კომპოზიცია შეასრულა. ჰენდრიქსმა უკან არ დაიხია და ნაციონალური ჰიმნის ალტერნატიული ვერსია შეასრულა და ისე ააწყო მუსიკის ხმა, რომ ხელისუფლებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებია ვიეტნამში მიმდიმარე მოქმედებები. ვუდსტოკის ფესტივალის აღდგენის მცდელობა რამდენჯერმე იყო - 1979, 1989, 1994 და 1999 მაგრამ უშედეგოდ.

No comments:

Post a Comment