როლინგ სთოუზი
როლინგ სთოუზი იყო ინგლისური როკ-ჯგუფი,რომელიც ლონდონში 1962 წლის აპრილში ჩამოყალიბდა.ჯგუფის შემადგენლობაშ იყვნენ ჰარმონიკა-ბრიან ჯონსი, ფორტეპიანო-იენ სტიუარტი, ვიკალი-მიკ ჯეგერი, ბას გიტარა-ბილ ყაიმენი და დასარტყამი ინსტრუმენტტები-ჩარლი უოტსი.მათ მიერ შესრულებული სიმღერები თავდაპირველად მოიცავდნენ ამერიკული რიტმ-ენდ-ბლ უზისა და ბლ უზის ქავერ-ვერსიებს, მაგრამ როკ-ენ-როლ ი მათ შემოქმედებაში თავიდანვე დომინირებადი იყო. ითვლება, რომ როლინგ სტოუნზმა მსოფლიო მასშტაბით უილცა დიქსონისა და მადი უოტერსის ბლუზით დაინტერესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ,უკანასკნელის მიერ იქნა დაწერილი სიმღერა Rollin' Stone, რომლის მიხედვით ჯგუფს სახელი დაერქვა.
ჯონსი ჯგუფის ლიდერი იყო, მაგრამ ჯეგერმა და რიჩარდსმა შემოქმედებითი ძალები გააერთიანეს. ისინი იყვნენ ჯგუფის სიმღერების ავტორები და ერთგვარი ლიდერების სახესაც ატარებდნენ. 1969 წლისათვის ჯონსმა გიტარისადმი ინტერესი დაკარგა და მიუხედავად იმისა, რომ უკრავდა სხვა ინსტრუმენტებზე (რომელთა შორის იყო სიტარიც), მისი წვლილი ჯგუფის მუსიკაში სულ უფრო მცირდებოდა. მოგვიანებით მან დატოვა კოლექტივი და მის მაგივრად როლინგ. სტოუნზში მიკ ტეილორი მოვიდა. ჯგუფის დატოვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯონსი დაიხრჩო.ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ იყო ცვლილებები ჯგუფის შემადგენლობაში.ევროპაში წარმატების მოპოვების შემდეგ როლინგ სტოუნზი პოპულარული ჩრდილოეთ ამერიკაშიც იქცა, ე.წ. „ბრიტანული შემოსევის“ პერიოდში, 1960-იან წლებში.

ბითლზები
რაც შეეხება ამავე დროის კიდევ ერთ როკ-ჯგუფს ეს იყო ბითლზები. ბითლზები 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.
დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლისშესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა „ბითლომანიის“ სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციებისსაფუძვლად იქცა.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი,სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა დაჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდაბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით „Love Me Do“. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში,1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.
სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად, ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები. RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა. კოლექტივს მიენიჭა 7გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.
ამ დიდი წარმატების მიუხედავად ჯგუფის ცხოვრებაში იყო ბევრი უსიამოვნებაც
1966 წელს ჯგუფი ჩავიდა ფილიპინებში, სადაც მათ მიერ იგნორირებული იქნა ფილიპინების პირველი ლედი, იმელდა მარკოსი. მან უარი მიიღო, ჯგუფის მიერ პრეზიდენტის სასახლეში საუზმეზე დასწრებაზე. ბრაიან ეპსტაინის აზრით ეს არ ჯდებოდა მისი კოლექტივის იმიჯში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მარკოსს არ ავიწყდებოდა ჯგუფისგან უარის მიღება. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ასეთ მტკიცე უარზე გაჟღერდა რადიოეთერითა და ტელევიზიით, პოლიციამ შეაკავა ბითლზი. ამიტომაც ჯგუფმა საკუთარი ძალებით მიაღწია აეროპორტში. აეროპორტში მათი როუდ-მენეჯერი მელ ევანსი სასტიკად ცემეს, ხოლო ბითლზის წევრებს ბევრჯერ ჰკრეს ხელი.
ფილიპინებიდან დაბრუნების შემდეგ მათ კიდევ ერთი დიდი უსიამოვნება შეემთხვათ. ბრიტანელ ჟურნალისტთან, მორინ კლივთან საუბრისას ლენონმა გამოხატა საკუთარი პოზიცია ქრისტიანობის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ჟღერდა ასე: "ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო". ეს განცხადება რეაქციის გარეშე არ დარჩენილა. ბირმინგემის (ალაბამა) ერთ-ერთმა რადიოსადგურმა ხუმრობით განაცხადა, რომ ამის მერე შეიძლება ბითლზის ჩანაწერების დაწვა. მაგრამ ბევრმა ეს სერიოზულად აღიქვა და სულ მალე აშშ–სა და აფრიკაში ბრბოებმა დაიწყეს ბითლზის ჩანაწერების დაწვა, პროტესტის ნიშნად. ჯორჯ ჰარისონმა განაცხადა: "ალბათ, მათ თავად ყიდულობენ, სანამ დაწვავენ". ამერიკული პრესის მხრიდან ზეწოლის შედეგად ლენონმა, 1966 წლის 11 აგვისტოს ოფიციალურად მოიხადა ბოდიში საკუთარი განცხადებისათვის, ჯგუფის გამოსვლის წინ, რომელიც მათი უკანასკნელი ტურის ერთ-ერთ კონცერტად იქცა.
No comments:
Post a Comment