Saturday, January 26, 2013

როკის ჟანრები




როკ მუსიკა თავის მხრივ იყოფა ჟანრებად.მათგან ყველაზე გავრცელებულებია : გრანჟი, პანკ-როკი, პოპ-როკი,ფსიქოდენური როკი,ინსტრუმენტალური როკი და ა.შ. 


პოპ-როკი —ჟანრი, რომელიც წარმოიშვა 1960-იან წლებში. მთავარი გავლენა მის წარმოშობაზე იქონია პოპ და როკ მუსიკის შერევამ.

ჟანრს ყველა თავისებურად ახასიათებს. ბევრი თვლის, რომ ეს არის უბრალოდ როკ-მუსიკის ნაზი ფორმა. პოპ-როკად ითვლება ბევრი მუსიკოსის შემოქმედება,ელტონ ჯონიდან - ჯგუფ Maroon 5-ამდე. 



პანკ-როკი — ჟანრი, რომელიც წარმოიშვა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში. ერთ-ერთი პირველი და ცნობილი პანკ-ჯგუფი იყო Ramones

თავდაპირველად ჟანრი წარმოადგენდა მტკიცე ლოზუნგს არსებული საზოგადო ყოფის წინააღმდეგ და გამოიყენებოდა საპროტესტოდ. პანკ-როკის მიმდევრებს ახასიათებდა ანარქიისადმი მიდრეკილება და ინტერესი. მოგვიანებით ჟანრის იდეოლოგია ოდნავ შეიცვალა და წარმოიშვა მისი ქვეჟანრებიც. 


ფსიქოდელიური როკი — ჟანრი. ამ მუსიკალური ჟანრის კომპოზიციების შექმნისას და მოსმენისას ხშირად გამოიყენება ჰალუცინოგენური ნივთიერებები, მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები. 

ასეთი ჟანრის სიმღერების ჩაწერისას მუსიკოსები ექსპერიმენტებს ატარებენ ინსტრუმენტებისა და ვოკალების ჟღერადობასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმღერების ტექსტებიც, რომლებშიც ნახსენებია სიზმრები და ჰალუცინაციები. 

ფსიქოდელიური როკი წარმოიშვა ბლუზზე დაფუძნებული კომპოზიციებიდან და მალე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ჟანრად. იგი ნაწილობრივ შეიცავდა 60-იანი წლების ჰევი მეტალის ელემენტებს, მაგრამ ასევე იყენებდა ინდური მუსიკის ჰანგებს. თუმცა, თავად ფსიქოდელია არა მხოლოდ როკს, არამედ ელექტრონულ მუსიკასაც შეეხო. 

ინსტრუმენტული-როკი ჟანრი ,რომელიც უფრო პოპულარული იყო 1950-იან და 1960-იან წლებში. 
მიუხედავად ამისა, ინსტრუმენტული როკის მაგალითები როკ მუსიკის ნებისმიერ ქვეჟანრში შეიმჩნევა. ინსტრუმენტულ როკს პოპულარიზაციას უწევდნენ The Shadows, ჯეფ ბეკი, ბაკეტჰედი, ჯგუფი The Champs. ჯო სატრიანი,ჩაკ ბერი და სხვები. 

გრანჟი -ჟანრი, რომელიც შუა 80-იანებში ჩამოყალიბდა ამერიკის შტატ ვაშინგტონში, კონკრეტულად კი სიეტლის მიდამოებში. იმის გამო, რომ ჟანრზე გავლენა იქონიეს ჰარდკორ-პანკმა, მძიმე მეტალმა და ინდი-როკმა, გრანჟი ხასიათდება ელექტრო გიტარებზე მძიმედ დისტორშენით კონტრასტული დინამიური მუსიკის ფონზე და ხშირად აპათიური ან შიშის გრძნობით სავსე ტექსტებით. ბევრი გრანჟ მუსიკოსი შემჩნეულია მოუწესრიგებელი გარეგნობით და თეატრალურობის უარყოფით.(თავდად ტერმინი „გრანჟიც“ მომდინარეობს სლენგისგან, რომელიც „ჭუჭყს“ ან „სიბინძურეს“ აღნიშნავს.) 

გვიან 1980-იანებში ადრეული გრანჟ მოძრაობა ერთიანდებოდა სიეტლური ლეიბლის Sub Pop. გრანჟმა კომერციულ წარმატებას მიაღწია 1990-იანი წლების დასაწყისში, ძირითადად Nirvana-ს ალბომის Nevermind და Pearl Jam-ის ალბომის Ten გამოშვების გამო. ამ ჯგუფების წარმატებამ პოპულარული გახადა ალტერნატიული როკი, ხოლო გრანჟი მძიმე როკის ყველაზე პოპულარულ ფორმად აქცია იმ დროისთვის.მიუხედავად ამისა, განჟის შემსრულებელმა ბევრმა ჯგუფმა წარუმატებლობა განიცადა: ზოგი მათგანი დაიშალა, ზოგიც კი 1990-იანების მიწურულს აღარ ჩანდნენ მუსიკალურ ასპარეზზე. მათი გავლენა კი კვლავ იგრძნობა თანამედროვე როკ-მუსიკაზე. 

No comments:

Post a Comment