Saturday, January 26, 2013

როკის წარმოშობა და რაობა..



 ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს მუსიკას.არსებოს მრავალი მუსიკალური ჟანრია და მათ შორის აროს როკი. მე შევეცდებ მოგაწოდით მცირე იმფორმაცია მის შესახებ.

როკ მუსიკა პუპილარული ჟანრია რომელიც განვითარდა 1960იან წელებიდან,განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში.მას  ფესვები 1940 და 1950 იანების როკენროლიდან აქვს.იგი აფრიკული ტომებიდან მოდის და ვრცერდება ამერიკასა და დიდი ბრიტანეთში მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში. როკის ინსტრუმენტებია ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა, დრამი და კლავიში.ასევე მასთან ერთად გამოიყენებენ სხვა დამატებით ინსტრუმენტებსაც თუმცა უმთავრესი ზემოთ ხსენებული ინსტრუმენტებია.

როკი საქართველოში



როკი საქართველოში თავდაპირველად 60 იან წლებში გამოჩნდა ,იმდროინდელი რეჟიმის გამო კი, რადგანაც იგი დასავლური იყო,  აიკრძალა. მოგვიანებით იგი კვლავ დაბრუნდა საქართველოში..თუმცა მოწინააღმდეგეები მას მუდამ ჰყავდა. როგორც ვიცით მას პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო რელიგია ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად მაინც იქმნებოდა სხვადასხვა როკ ჯგიფები და იწერებოდა სიმგერები.
ერთ-ერთი ცნობილი იყო ირაკლი ჩრკვიანი  რომელიც თავად წერდა მუსიკებს და ტექსტებს.იგი     გამოირჩროდა იმითაც რომ როკს მგეროდა ქართლ ენაზე რაც დღეისთვის ძალიან იშვიათობაა.ამის მიუხედავად იგი ყველაზე პოპულარული სიკვდილის შემდეგ გახდა, მისი სიმღერები კი ლეგენდად დარჩა.
ჩარკვიანი თავდაპირველად ჯგუფ არიშთან“ ერთად მოგვიანებით კი „ტაქსისთან“ ერთად მღეროდა. „ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები. ასევე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებში სადაც არერთ წარამტებას მიაღწია.
ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

 არანაკლებ ცნობილი იყო და არის საქართველოში      ლადო ბურდული,რომელიც დღემდე აგრძელებს მუსიკალურ მოღვაწეობას.იგი მღეროდა ისეთ    ჯგიფებში როგორებიც არიან და იყვნენ: „ნაკადული“ „საუნჯე“ ვაჟთა გუნდი „მირანგულა“ „რეცეპტი“ და ა.შ. არის სხვადასხვა ფესტივალების და კონკურსების მონაწილე(გამარჯვებული).
დღეს საქართველოში ნამდვილად იგძნობა პროგრესი როკთან დაკავშირებით.მომრავლდნენ როკ-ბენდები. ტანრდება სხვადასხა ფესტივალები.თუმცა ჩემი აზრით პრობლებაა ის რომ არ არის ქართული როკი ანუ ბენდების უმეტესობა მუსიკას უცხოურ ენაზე ქმნიას. ამდენი კონცერტისა და ფესტივალის მიუხედავად ქართველები უცხოურ მუსიკას ამჯობინებ ანუ როკის პოპულარობას საქართველოში მაინც დაბალია.

სულ ცოტახნსი წინ პროქტ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული გახდა ლუკა ზაქარიაძე, რომელიც სწორედ როკ მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი და ამავდროულად მიდი უბადლო შემსრულებელია.ჩემი აზროთ ქართული როკის განვითარებისათვის ასეთი ადამიანების გამოჩენა ძალიან კარგია.

როკის ჟანრები




როკ მუსიკა თავის მხრივ იყოფა ჟანრებად.მათგან ყველაზე გავრცელებულებია : გრანჟი, პანკ-როკი, პოპ-როკი,ფსიქოდენური როკი,ინსტრუმენტალური როკი და ა.შ. 


პოპ-როკი —ჟანრი, რომელიც წარმოიშვა 1960-იან წლებში. მთავარი გავლენა მის წარმოშობაზე იქონია პოპ და როკ მუსიკის შერევამ.

ჟანრს ყველა თავისებურად ახასიათებს. ბევრი თვლის, რომ ეს არის უბრალოდ როკ-მუსიკის ნაზი ფორმა. პოპ-როკად ითვლება ბევრი მუსიკოსის შემოქმედება,ელტონ ჯონიდან - ჯგუფ Maroon 5-ამდე. 



პანკ-როკი — ჟანრი, რომელიც წარმოიშვა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში. ერთ-ერთი პირველი და ცნობილი პანკ-ჯგუფი იყო Ramones

თავდაპირველად ჟანრი წარმოადგენდა მტკიცე ლოზუნგს არსებული საზოგადო ყოფის წინააღმდეგ და გამოიყენებოდა საპროტესტოდ. პანკ-როკის მიმდევრებს ახასიათებდა ანარქიისადმი მიდრეკილება და ინტერესი. მოგვიანებით ჟანრის იდეოლოგია ოდნავ შეიცვალა და წარმოიშვა მისი ქვეჟანრებიც. 


ფსიქოდელიური როკი — ჟანრი. ამ მუსიკალური ჟანრის კომპოზიციების შექმნისას და მოსმენისას ხშირად გამოიყენება ჰალუცინოგენური ნივთიერებები, მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები. 

ასეთი ჟანრის სიმღერების ჩაწერისას მუსიკოსები ექსპერიმენტებს ატარებენ ინსტრუმენტებისა და ვოკალების ჟღერადობასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმღერების ტექსტებიც, რომლებშიც ნახსენებია სიზმრები და ჰალუცინაციები. 

ფსიქოდელიური როკი წარმოიშვა ბლუზზე დაფუძნებული კომპოზიციებიდან და მალე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ჟანრად. იგი ნაწილობრივ შეიცავდა 60-იანი წლების ჰევი მეტალის ელემენტებს, მაგრამ ასევე იყენებდა ინდური მუსიკის ჰანგებს. თუმცა, თავად ფსიქოდელია არა მხოლოდ როკს, არამედ ელექტრონულ მუსიკასაც შეეხო. 

ინსტრუმენტული-როკი ჟანრი ,რომელიც უფრო პოპულარული იყო 1950-იან და 1960-იან წლებში. 
მიუხედავად ამისა, ინსტრუმენტული როკის მაგალითები როკ მუსიკის ნებისმიერ ქვეჟანრში შეიმჩნევა. ინსტრუმენტულ როკს პოპულარიზაციას უწევდნენ The Shadows, ჯეფ ბეკი, ბაკეტჰედი, ჯგუფი The Champs. ჯო სატრიანი,ჩაკ ბერი და სხვები. 

გრანჟი -ჟანრი, რომელიც შუა 80-იანებში ჩამოყალიბდა ამერიკის შტატ ვაშინგტონში, კონკრეტულად კი სიეტლის მიდამოებში. იმის გამო, რომ ჟანრზე გავლენა იქონიეს ჰარდკორ-პანკმა, მძიმე მეტალმა და ინდი-როკმა, გრანჟი ხასიათდება ელექტრო გიტარებზე მძიმედ დისტორშენით კონტრასტული დინამიური მუსიკის ფონზე და ხშირად აპათიური ან შიშის გრძნობით სავსე ტექსტებით. ბევრი გრანჟ მუსიკოსი შემჩნეულია მოუწესრიგებელი გარეგნობით და თეატრალურობის უარყოფით.(თავდად ტერმინი „გრანჟიც“ მომდინარეობს სლენგისგან, რომელიც „ჭუჭყს“ ან „სიბინძურეს“ აღნიშნავს.) 

გვიან 1980-იანებში ადრეული გრანჟ მოძრაობა ერთიანდებოდა სიეტლური ლეიბლის Sub Pop. გრანჟმა კომერციულ წარმატებას მიაღწია 1990-იანი წლების დასაწყისში, ძირითადად Nirvana-ს ალბომის Nevermind და Pearl Jam-ის ალბომის Ten გამოშვების გამო. ამ ჯგუფების წარმატებამ პოპულარული გახადა ალტერნატიული როკი, ხოლო გრანჟი მძიმე როკის ყველაზე პოპულარულ ფორმად აქცია იმ დროისთვის.მიუხედავად ამისა, განჟის შემსრულებელმა ბევრმა ჯგუფმა წარუმატებლობა განიცადა: ზოგი მათგანი დაიშალა, ზოგიც კი 1990-იანების მიწურულს აღარ ჩანდნენ მუსიკალურ ასპარეზზე. მათი გავლენა კი კვლავ იგრძნობა თანამედროვე როკ-მუსიკაზე. 

ვუდსტოკის ფესტივალი

როკ მუსიკის ისტორიაში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი იყო ვუდსტოკის ფესტივალი.ზუსტად 43 წლის წინ ,ღია ცისქვეშ ჩატარდა სიყვარულის, მშვიდობისა და მუსიკის - როკ-ფესტივალი ვუდსტოკი.ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამბობენ, რომ ამ ღონისძიებამ საფუძველი დაუდი სექსუალურ რევილუციასა და როკ-ენ-როლის ახალ ერას.


ეს ახლა შეგვიძლია გავიხსენოთ თავისუფლად შორეულ 1969 წელს შემდგარი ფესტივალი - ვუდსტოკის ბაზრობა. ის მიზეზთა გამო შეიძლება არც შემდგარიყო. ეს ის პერიოდი იყო, როცა ამერიკა ატარებდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ვიეტნამში, რომელმაც გაყო საზოგადოება ორ ნაწილად - ომის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. 

ვუდსტოკი პატარა ქალაქი იყო და ის არ იყო მზად ყველა მსურველის მისაღებად. დაახლოებითი მონაცემებით ფესტივალს უნდა დასწრებოდა 200 ათასი სტუმარი, მაგრამ მაყურებელი ემატებოდა და ემატებოდა, საბოლოოდ ვუდსტოკმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი შეკრიბა, საიდანაც ათას ხუთასი მარტო ჟურნალისტი იყო. ვუდსტოკში ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 15 დან 18 აგვისტომდე. "მშვიდობისა და მუსიკის სამმა დღემ" შეკრიბა საუკეთესო მუსიკოსები:The Who, Jefferson Airplane, Creedence Clearwater Revival, Grateful Dead, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, რავი შანკარი, ჯო კოკერი, კარლოს სანტანა. უარი თქვეს მხოლოდ Led Zeppelin და Jet Rotall-მა. ფესტივალში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს Moody Blues, Doors და Bob Dylan-მა მაგრამ ვუდსტოკამდე ვერ ჩავიდნენ. სამწუხაროდ მონაწილეობა არ მიუღია The Beatles, რადგან ჯგუფი უკვე დაშლის პირას იყო მისული.


საოცარი იყო ჯიმი ჰენდრიქსის გამოსვლა. ის სცენაზე შუა ღამის ნაცვლად, დილის 9 საათზე გამოვიდა, ფესტივალის მეორე დღეს. მან 18 კომპოზიცია შეასრულა. ჰენდრიქსმა უკან არ დაიხია და ნაციონალური ჰიმნის ალტერნატიული ვერსია შეასრულა და ისე ააწყო მუსიკის ხმა, რომ ხელისუფლებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებია ვიეტნამში მიმდიმარე მოქმედებები. ვუდსტოკის ფესტივალის აღდგენის მცდელობა რამდენჯერმე იყო - 1979, 1989, 1994 და 1999 მაგრამ უშედეგოდ.

ჰიპები


როკმა ახალგაზდობაში გააჩინა პროტესტის გრძნობა.ამის ფონზე ჩამოყალიბდა საპროტესტო მოძრაობა. ესენი იყვნენ ჰიპები.

ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. მათი ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე,განეწყე და განუდექი“. "გამოეთიშე" ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს. "განეწყე" — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი. "განუდექი" — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა. მიუძღვენი თავი როკს, ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.

ჰიპი პროტესტს აცხადებდა საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და არ სურდა ევლო მამების გზით, პირველ რიგში კი ეშრომათ. 1967 წლის გაზაფხულზე ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში პიპების პირველი მასობრივი თავშეყრა მოხდა. ამ პარკში ორატორები საზოგადიებას მოუწოდებდნენ: “გაანადგურეთ ყველა ბარიერი,რომელიც ხელს უშლის ადამიანთა ურთიერთობას. ჩვენი დროშაა სიყვარული” ისინი გატაცებული იყვნენ აღმოსავლური კულტებით, უარყოფდენ ოჯახს და ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც ათასობრივი აღვირახსნილობა მეფობდა.სანოვაგეს შოულობდენ მათხოვრობით, მიესალმებოდენ ალკოჰოლს,ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ნარკოტიკს. ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით დაკავდი სიყვარულით და არა ომით.ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965 წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . უსმენდნენ როკ-ენ-როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. 

ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. ჰიპების დევიზი იყო "ყვავილების ძალაუფლება"! თავიანთი შეხედულებებით, გარეგნობითა და ქცევებით ისინი ცდილობდნენ პროტესტი გამოეთქვათ დაკანონებული წესებისა და ნორმების წინააღმდეგ, მაგრამ ხერხები და საშუალებები, რომლითაც ისინი ცდილობდნენ საზოგადოების მარწუხების გარღვევასა და თავისუფლების მოპოვებას, იმავე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყო. საბოლოოდ, უკონტროლო და უპასუხისმგებლობამ ჰიპების მოძრაობა უმართავ გახადა, რამაც მისი მარცხი გამოიწვია

Friday, January 25, 2013

Pink Floyd



როკ მუსიჯის შემდგომ განვითარებას ხელი შეუწყო პინკ ფლოიდის გამოჩენამ.ეს იყო ახალი სიტყვა ამ ჟანრში.მათ სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით მსმენელს ფსიქოდენური მუსიკა შესთავაზეს რამაც გაამართლა და სწორედ ამიტომ ეს ჯგუფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დღემდე.მათი ნამუშევრები  ამოირჩეოდა ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდაშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი –„Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით. 

The Dark Side of the Moon


როგორც უკვე აღნიშნე პინკ ფლოიდი ითვლება პიონერად საკონცერტო შოუებში, მათი მდიდრული სასცენო დადგმების გამო, რომლებშიც თავად შემსრულებლები მეორად როლს ასრულებდნენ. პინკ ფლოიდის შოუები წარმოადგენს მაღალხარისხიანი ჟღერადობის ნიმუშს, უნიკალური ხმოვანი ეფექტებისა და კვადროფონული სისტემის გამოყენებით. საინტერესოა ისიც რომ ერთი-ერთი კონცერტი ზოოპარკში გამართეს.კონცერტის დაწყებისთანავე ყველა ცხოველს დაეძინა და დასრულებისას გაიღვიძეს.

                       the wall

როკის პიონერი ბენდები


როლინგ სთოუზი 

როლინგ სთოუზი იყო ინგლისური როკ-ჯგუფი,რომელიც ლონდონში 1962 წლის აპრილში ჩამოყალიბდა.ჯგუფის შემადგენლობაშ იყვნენ ჰარმონიკა-ბრიან ჯონსი, ფორტეპიანო-იენ სტიუარტი, ვიკალი-მიკ ჯეგერი, ბას გიტარა-ბილ ყაიმენი და დასარტყამი ინსტრუმენტტები-ჩარლი უოტსი.მათ მიერ შესრულებული სიმღერები თავდაპირველად მოიცავდნენ ამერიკული რიტმ-ენდ-ბლ უზისა და    ბლ უზის ქავერ-ვერსიებს, მაგრამ როკ-ენ-როლ ი მათ შემოქმედებაში თავიდანვე დომინირებადი იყო. ითვლება, რომ როლინგ სტოუნზმა მსოფლიო მასშტაბით უილცა დიქსონისა და მადი უოტერსის ბლუზით დაინტერესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ,უკანასკნელის მიერ იქნა დაწერილი სიმღერა Rollin' Stone, რომლის მიხედვით ჯგუფს სახელი დაერქვა.

ჯონსი ჯგუფის ლიდერი იყო, მაგრამ ჯეგერმა და რიჩარდსმა შემოქმედებითი ძალები გააერთიანეს. ისინი იყვნენ ჯგუფის სიმღერების ავტორები და ერთგვარი ლიდერების სახესაც ატარებდნენ.  1969 წლისათვის ჯონსმა გიტარისადმი ინტერესი დაკარგა და მიუხედავად იმისა, რომ უკრავდა სხვა ინსტრუმენტებზე (რომელთა შორის იყო სიტარიც), მისი წვლილი ჯგუფის მუსიკაში სულ უფრო მცირდებოდა. მოგვიანებით მან დატოვა კოლექტივი და მის მაგივრად როლინგ. სტოუნზში მიკ ტეილორი მოვიდა. ჯგუფის დატოვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯონსი დაიხრჩო.ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ იყო ცვლილებები ჯგუფის შემადგენლობაში.ევროპაში წარმატების მოპოვების შემდეგ როლინგ სტოუნზი პოპულარული ჩრდილოეთ ამერიკაშიც იქცა, ე.წ. „ბრიტანული შემოსევის“ პერიოდში, 1960-იან წლებში. 
დღეისათვის მას ბრიტანეთში გამოცემული აქვს 22 სტუდიური ალბომი , რვა ცოცხალი ალბომი  და არაერთი კრებული. ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი A Bigger Bang 2005 წელს გამოვიდა. 1989 წელს როლინგ სტოუნზი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ხოლო 2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი მათ მიანიჭა #4 ადგილი ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა სიაში. 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი როლინგ სტოუნზი სიაში ბილბორდის ყველა დროის შემსრულებელთა ცხელი 100-ეული #10 ადგილი მიანიჭა. მისივე რეიტინგების მიხედვით, ბილბორდში ჯგუფი იკავებს რიგით მეორე ადგილს ყველაზე წარმატებული ჯგუფების სიაში.

     

ბითლზები


რაც შეეხება ამავე დროის კიდევ ერთ როკ-ჯგუფს ეს იყო ბითლზები.  ბითლზები  1960 წელს ჩამოყალიბებული  პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.

დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლისშესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა „ბითლომანიის“ სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციებისსაფუძვლად იქცა.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი,სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა დაჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდაბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით „Love Me Do“. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში,1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.

სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად, ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები. RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს. 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა. კოლექტივს მიენიჭა 7გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.
ამ დიდი წარმატების მიუხედავად ჯგუფის ცხოვრებაში იყო ბევრი უსიამოვნებაც


1966 წელს ჯგუფი ჩავიდა ფილიპინებში, სადაც მათ მიერ იგნორირებული იქნა ფილიპინების პირველი ლედი, იმელდა მარკოსი. მან უარი მიიღო, ჯგუფის მიერ პრეზიდენტის სასახლეში საუზმეზე დასწრებაზე. ბრაიან ეპსტაინის აზრით ეს არ ჯდებოდა მისი კოლექტივის იმიჯში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მარკოსს არ ავიწყდებოდა ჯგუფისგან უარის მიღება. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ასეთ მტკიცე უარზე გაჟღერდა რადიოეთერითა და ტელევიზიით, პოლიციამ შეაკავა ბითლზი. ამიტომაც ჯგუფმა საკუთარი ძალებით მიაღწია აეროპორტში. აეროპორტში მათი როუდ-მენეჯერი მელ ევანსი სასტიკად ცემეს, ხოლო ბითლზის წევრებს ბევრჯერ ჰკრეს ხელი.

ფილიპინებიდან დაბრუნების შემდეგ მათ კიდევ ერთი დიდი უსიამოვნება შეემთხვათ. ბრიტანელ ჟურნალისტთან, მორინ კლივთან საუბრისას  ლენონმა გამოხატა საკუთარი პოზიცია ქრისტიანობის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ჟღერდა ასე: "ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო". ეს განცხადება რეაქციის გარეშე არ დარჩენილა. ბირმინგემის (ალაბამა) ერთ-ერთმა რადიოსადგურმა ხუმრობით განაცხადა, რომ ამის მერე შეიძლება ბითლზის ჩანაწერების დაწვა. მაგრამ ბევრმა ეს სერიოზულად აღიქვა და სულ მალე აშშ–სა და აფრიკაში ბრბოებმა დაიწყეს ბითლზის ჩანაწერების დაწვა, პროტესტის ნიშნად. ჯორჯ ჰარისონმა განაცხადა: "ალბათ, მათ თავად ყიდულობენ, სანამ დაწვავენ". ამერიკული პრესის მხრიდან ზეწოლის შედეგად ლენონმა, 1966 წლის 11 აგვისტოს ოფიციალურად მოიხადა ბოდიში საკუთარი განცხადებისათვის, ჯგუფის გამოსვლის წინ, რომელიც მათი უკანასკნელი ტურის ერთ-ერთ კონცერტად იქცა.